ავტორი:

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში პირველად ინფორმაციული სისტემების მართვის DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის სწავლებას იწყებს. პროგრამა, რომელიც 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და DevOps სპეციალისტები ტექნოლოგიური კომპანიების მეტად ღირებული კადრები არიან.

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ DevOps რამდენიმე წელში საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი მიმართულება გახდება და მას დიდი გავლენა ექნება მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროცესებზე. საქართველოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და საჭირო კადრების დეფიციტზეც საუბრობენ.

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებსა და მოთხოვნებს, სასწავლო პროგრამაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითაა შედგენილი. პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.

კურსდამთავრებულებს კი ამავე კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. კონსტანტინე კევლიშვილი, Orient Logic-ის ექაუნთ მენეჯერი: „ზოგადად, DevOps დღეს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ჩვენთვისაც, ორიენტ ლოჯიკისთვის, როგორც ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ბოლო წლებში განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა ეს მიმართულება. შესაბამისად, ამ კუთხით მაღალკვალიფიცურ კადრებს ყოველთვის ვეძებთ. ამჟამად ამ მხრივ საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, თუმცა მაინც გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულების კიდევ უფრო დახვეწასა და განვითარებაში დაგვეხმარებიან.

შესაბამისად, ფაქტი რომ DevOps, როგორც სამაგისტრო პროგრამა გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ძალიან სასიხარულო სიახლეა. ვფიქრობ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ძალიან გაგვიხარდება, თუკი კვალიფიციურ კადრებს მივიღებთ ამ მიმართულებით. ძალიან სწორი და დროული იყო ამ პროგრამის შეთავაზება BTU-ს მხრიდან.“

ზაზა ჯაველიძე, Syntax-ის დამფუძნებელი: „კომპანია სინტაქსი არის წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც სახელმწიფო და კომერციულ ორგნიაზაციებს ეხმარება IT დეველოპმენტ და სერვის პროცესების ორგანიზება/ავტომატიზაციაში ITIL მეთოდოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდოლოგია დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება მსოფლიოში და აღიარებულია როგორც საუკეთესო პრაქტიკა აიტი დეველოპმენტ და სერვის პროცესების დანერგვისთვის. დღეს ITIL ის უკვე მე-4 ვერსია არსებობს, რომელიც მოიცავს DevOps ის პროცესებს.

შესაბამისად, მისი წარმატებით დანერგვა DevOps-ის პროფესიონალების გარეშე წარმოდუგენელია. მჯერა, რომ სამაგისტრო პროგრამა რომელიც ბიზენისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეტმა შექმნა, ძალიან წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ბაზარზე DevOps პროფესიონალების უფრო დიდი მასშტაბით გამოჩენას. ჩვენი კომპანია მოუთმენლად ელის პირველი ნაკადის გამოშვებას, რომ ჩვენც დავასაქმოთ არაერთი DevOps პროფესიონალი. ამ დრომდე უკვე დავასაქმეთ BTU-ს 10-მდე კურსდამთავრებული სხვადახვა მიმართულებით და ეს პროგრამა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ კუთხით ჩვენს თანამშრომლობას.” ნაინო ქაშიბაძე, Wandio-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენ BTU-სთან ერთად თავიდანვე ჩართული ვიყავით ახალი სამაგისტრო პროგრამის შექმნაში. ზოგადად, DevOps ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კი მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტია, რადგან ეს მიმართულება არ არის სათანადოდ პოპულარული.

დღეს სულ რამდენიმე კარგი სპეციალისტი გვყავს. სამაგისტრო კურსის საშუალებით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ისწავლოს და თუნდაც გადაკვალიფიცირდეს DevOps-ის მიმართულებით. ეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სექტორის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც ძალიან კარგია. რადგან რაც მეტი კვალიფიცური პროფესიონალი გვეყოლება, მით მეტი ადამიანი შეძლებს დისტანციურად იმუშაოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ კომპანიებში.“ სვეტლანა აკოპიანი, Exactpro-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერი: „DevOps-ის მიმართულება საკმაოდ ინოვაციური და პერსპექტიულია არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ბევრი საერთაშორისო კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით და აქტიურად არის ჩართული DevOps-ის განვითარებაში. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ექზაქტპრო უკვე 10 წელია მოღვაწეობს ფინანსურ ინდუსტრიაში და ახორციელებს მსოფლიოს მაშტაბით საფინანსო სექტორის პროდუქტების ტესტირებას.

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვადევნოთ თვალი იმ სიახლეებსა და ტრენდებს, რაც არსებობს IT სფეროში. ექზაქტპრო-ში ჩვენ მხარს ვუჭერთ DevOps-თან დაკავშირებულ ყველა ინიციატივას, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ოფისში არ გვყავს სპეციალისტები. სამომავლოდ, ვიმედოვნებთ, რომ აქტიურად დავიწყებთ DevOps-ის მიმართულებით თანამშრომლების აყვანას. გვიხარია, რომ BTU სამაგისტო პროგრამა ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში და მისცემს ადამიანებს საშუალებას მიიღონ ცოდნა DevOps-ში. მთელი გუნდის სახელით ვუსურვებთ BTU-ს წარმატებას!“.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება.

გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, საჯარისო ნაწილებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებში, უშიშროების, დაზვერვისა და სხვა სპეც. სამსახურებში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.