ავტორი:

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მან საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის პროცესზე ემოციური სიტყვებით ისარგებლა.

როგორც მელაშვილმა განმარტა, ის მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ შეეგუება და ვერც ციხე გატეხს.

"მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა... ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.

რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის, სინამდვილეში იმასაც ვერ ხვდება, რომ იცის და სინამდვილე ის არის, რომ ბერ კირიონზე და მის ბრალდებაზე მეტად, საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით...

გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 29 წლამდე მიიყვანს ყველაფერს, ეს გაფუჭდება. ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.

მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედ-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია", - განაცხადა მელაშვილმა.

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს