ავტორი:

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე საკუთარ შუამდგომლობაში განმარტავდა, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. სადრაძის თქმითვე, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე წარმოიქმნა, რის გამოც, ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა აბსტსრაქტულია, ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებთან დაკავშირებით.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ დაკავებულის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა