ავტორი:

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ექიმ-დიეტოლოგ მარიამ იოსებაშვილს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა ჯანმრთელობა და ცხოვრების ხალისი.

- რამდენი წელია, რაც ექიმი-დიეტოლოგი ხართ?

- 10 წელია, რაც დიეტოლოგიამ გამიტაცა. უამრავ მასალას გავეცანი, ვიდრე დიეტოლოგობას გადავწყვეტდი.

- დღედაღამ გიწევთ მუშაობა, რომ ბევრ პაციენტს გაუწიოთ დახმარება.

- ნამდვილად ასეა, ბევრს ვმუშაობ, რაც შეიძლება მეტ პაციენტს რომ მოვემსახურო. მე ხომ მარტო ისრაელში არ მყავს პაციენტები, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან და მოგეხსენებათ, როდესაც ისრაელში დღეა, არის ქვეყნები, სადაც ღამეა ან პირიქით - ამიტომ ხანდახან 24-საათიანი რეჟიმით მუშაობა მიწევს.

- პაციენტებს როგორ კვებას ურჩევთ?

- ჩემს რეჟიმს ლამაზი კვება დაარქვეს რიგაში ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც მოვიპოვეთ პირველი ადგილი. მთავარი ის არის, რომ არასოდეს არ უნდა გვშიოდეს.

- ხშირად ამბობენ, რომ სხვა, უფრო დიდ ბიზნესს უშლით ხელს და გასახდომ პროდუქციას ანტიპიარს უკეთებთ...

- ამას თავიდან ძალიან განვიცდიდი, ახლა კი შევეჩვიე. ვამბობ და გავიმეორებ, არანაირი დანამატი არ არის დაშვებული და გამართლებული ადამიანის ორგანიზმისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღ კვებას მივესალმები.

- სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასწორმა დიეტებმა?

- არასწორი კვება და დიეტები არის გზა უამრავი დაავადებისკენ, რაც მთავარია, ორგანიზმში გამოიწვევს ცხიმის მასის მატებას. არასწორმა დიეტამ შეიძლება ისეთი დაავადებები გამოიწვიოს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესაც კი.

- რა არის ანორექსია და რა იწვევს მას?

- ანორექსიას იწვევს არასწორი დიეტები და შიმშილი. გოგონების დიდ ნაწილს სიტყვა "დიეტის" მნიშვნელობა არ ესმით და იმის ნაცვლად, რომ რაციონი შეამცირონ, ზედმეტ კილოგრამებს ჯანსაღი პროდუქტებით ებრძოლონ, მთელი დღე შიმშილობენ, ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ. გააგრძელეთ კითხვა

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა

ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ