ავტორი:

"რა ქვეყანა შეყარეთ?! რადგან ბავშვი გარდაიცვალა, ამით ცხოვრება დავამთავრო?!" - ბაჩალიაშვილის ბებიის კომენტარი "ქართულ ოცნებაში" მის დასაქმებაზე

"რა ქვეყანა შეყარეთ?! რადგან ბავშვი გარდაიცვალა, ამით ცხოვრება დავამთავრო?!" - ბაჩალიაშვილის ბებიის კომენტარი "ქართულ ოცნებაში" მის დასაქმებაზე

მედიასაშულებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია (დედის დეიდა) რიტა ზურაბაშვილი საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენლად დაინიშნა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ქალბატონ რიტას დავუკავშირდით, რომელიც AMBEBI.GE-ს შეკითხვამ ძალიან გააღიზიანა:

"წარმომადგენლად ახლა კი არ ვარ შვილო დანიშნული, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებში, ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ და რა ქვეყანა შეყარეთ, ვერ გავიგე?! საოლქოდან ვარ წამოსული, წლებია კომისიაში ვარ და ვიქნები კიდეც!

ერთი კიდევ თუ დავინახავ ჩემთან მოსულ ჟურნალისტებს, ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. რაც მე ჟურნალისტებმა დღე მაყარეს, როგორი შემოტევები მქონდა ჩემი შვილის დასაფლავების მერე.

40 წელია ამ საქმიანობას ვეწევი და გავაგრძელებ კიდევაც. რადგან ბავშვი გარდაიცვალა, ამით ცხოვრება დავამთავრო? რატომ გაინტერესებთ, რომელ პარტიაში მივალ, ვის მივცემ ხმას და რას გავაკეთებ? რა თქვენი საქმეა?!" - გვითხრა რიტა ზურაბიშვილმა.

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

"პრეპარატი "რემდესივირი" უკვე საქართველოშია" - ეკატერინე ტიკარაძე