ავტორი:

"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს

"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს

მას ერთი ფილმის მსახიობს ეძახიან, რადგან 1992 წელს გამოსულ ფილმში "უძინართა მზე", ექიმის

ბენდელიანის შვილის დაუვიწყარი სახე შექმნა. დათო კაზიშვილის გმირს ფილმშიც დათო ჰქვია... რეჟისორი თემურ ბაბლუანი ფილმს შვიდი წლის მანძილზე იღებდა და ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.

ფილმის მთავარი გმირებიდან გუჯა ბურდული მას შემდეგ არაერთ ფილმში გადაიღეს, თუმცა გულშემატკივრებისთვის ისევ ის საოპერაციოდ გამზადებული ექიმია, რომელიც შვილთან ერთად ფილმში "რიმდარიდოს" ღიღინებს. დათო კაზიშვილი კი მაყურებლებისთვის ისევ დათო ბენდელიანად დარჩა.

მისი ცხოვრება უდიდესი წარმატების შემდეგ უცნაურად წარიმართა. დათომ მსახიობობა აღარ ინდომა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, თემურ ბაბლუანს რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა მცდელობა დათო მის კიდევ ერთ ფილმში გადაეღო.

დათო კაზიშვილი 2019 წლის 15 ოქტომბერს 50 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტოები, სადაც წვერმოშვებული მსახიობი რთულად იცნობა. არ კონტაქტობს მედიასთან, არ უყვარს ჟურნალისტებთან საუბარი. მისი ინტერვიუზე დათანხმება რთულია და შეიძლება ტელეფონი კვირებიც კი გამორთული ჰქონდეს. არაერთხელ გავრცელდა ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ. ითქვა ისიც, რომ ბერად აღიკვეცა, თუმცა ეს ჭორი მთლად რეალობას მოკლებული არ ყოფილა.

ხუთი წლის წინ ჟურნალ "გზის" ჟურნალისტმა სვეტიცხოვლის ტაძარში აღმოაჩინა, სწორედ მაშინ აპირებდა ბერად შედგომას.

"თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი.- ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა.ახლა ის პროცესია, როცა უნდა გაირკვეს, საცხოვრებლად აქ დავრჩები თუ ძველ ყოფას დავუბრუნდები. საერო ცხოვრება დიდი ცდუნებაა, ათასი რაღაც მენატრება" - გამოუტყდა მაშინ ჟურნალისტს კაზიშვილი.

ბერობის გზიდან ერისკაცობაში დაბრუნდა და რამდენიმე წლის წინ მესამედ დაოჯახდა. ჩვენი ინფორმაციით, დათო კაზიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და 2019 წლის მარტში მესამე შვილი შეეძინა.

ყოფილ მოკრივეს კრივის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე მიულოცა. პირველი ქორწინებიდან 20 წლის გოგონა ნიკი ჰყავს. ილონა - ასე ერქვა მეუღლეს, რომელიც წლების წინ ამერიკაში წავიდა და შვილიც წაიყვანა. ნიკი მაშინ 3 წლის იყო. ქალის ეს ნაბიჯი მსახიობმა მაშინ შურისძიებას დაუკავშირა. მისი აზრით ასე დასაჯა ილონამ დათო, რადგან მათი ურთიერთობა საბოლოოდ არ შედგა. ნიკი მას შემდეგ 2015 წელს ნახა, შვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში მიაკითხა და უკვე გაზრდილი იყო.

მეორედ დაოჯახების შემდეგ დათოს თეკლა შეეძინა. მონასტერში წასვლას და ბერად აღკვეცის გადაწყვეტილებას მაშინ მსახიობი სწორედ თეკლას დედასთან განშორებას უკავშირებდა, რადგან ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. თეკლა გაიზარდა და მამას საოცრად ჰგავს. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და სვამს კითხვას, ჰგავს თუ არა მამას.

თეკლა დედასთან ერთად

თეკლა კაზიშვილი

დათო კაზიშვილი დღემდე ძალიან პოპულარულია ყველა თაობის ქართველში, ვისაც კი უნახავს ფილმი "უძინართა მზე"... სოციალურ ქსელში თავად არ აქტიურობს, მაგრამ აქტიურობენ მისი თაყვანისმცემლები და ხშირად აქვეყნებენ საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ტექსტებით: "შეხედეთ, ეს უძინართა მზის დათოა", "იცანით დათო, უძინართა მზიდან..."

თავად კი ერთი როლის მსახიობი ჟურნალისტთან ინტერვიუში სვეტიცხოვლის მონასტრის ეზოში ამბობდა:

"ჩემს გაცდენილ-დაკარგულ წლებს ძალიან ვნანობ. დროს უდიერად მოვექეცი. პოპულარული გავხდი, ხალხის სიყვარული მოვიპოვე და მერე უფრო დიდი წარმატების მიღწევაც შემეძლო, მე კი საამისოდ არაფერი გავაკეთე. თითქოს პოპულარობამ ამპარტავანი გამხადა. წარმოიდგინე, 5 წელი როგორი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში მომიხდა ყოფნა, მე კი ყველაფერს დაუდევრად მოვექეცი.

ახლა მაქვს სურვილი, ჩემი ასეთი ცუდი საქციელისთვის "შური ვიძიო". მინდა, ჩემი ნიჭი და რეალური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოვიყენო. იმედია, ამის შანსი მომეცემა... წარმოიდგინე, მაშინ მხოლოდ საქართველოდან კი არა, რუსეთიდანაც მქონდა კარგი შემოთავაზება და მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი - ამის მიზეზი ამპარტავნებაც იყო, "ქუჩური ცხოვრებაც" და რა ვიცი, კიდევ რა... ახლა საერო ცხოვრებას იმიტომ მინდა დავუბრუნდე, რომ ისევ გადასაღებ მოედანზე მოვხვდე".

"უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა... მეც მეშინოდა" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"ძველი ცოტნე გვიბრუნდება... დღეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს" - ანა ჯაბაური კლინიკიდან მეუღლის ახალი ფოტოებს აქვეყნებს

"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება