ავტორი:

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

პროცესზე სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა:"მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია", - განაცხადა მელაშვილმა.

kvirispalitra.ge ივერი მელაშვილის მეუღლეს, თამარ სულაძეს დაუკავშირდა:

- ივერი წლების მანძილზე თავისი პროფესიით მუშაობდა და 1994 წელს, როდესაც შეიქმნა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, ის ამ კომისიის წევრად აირჩიეს. მას შემდეგ ამ კომისიაში მუშაობდა და ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა წესიერად და პატიოსნად. 2004 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად მუშაობდა. როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს.

ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება წესიერად და პატიოსნად იცხოვრა და მისთვის მთავარი ღირებულება წესიერებაა და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, უცებ რომ აბრალებ ღალატს, ეს ძალიან მძიმეა. ახლა ის რომ დაპატიმრებულია და ციხეშია, ამაზე უფრო დიდი სასჯელი ის არის, რომ მას ეს ბრალდება აქვს წარდგენილი. ასეთი ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა და ცოცხლობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით.

უცებ წესიერი და პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვს და ამას რომ ეხებიან და ამ საქმეს მოღალატეობრივი საქმე რომ უწოდეს და ეს გესმის, მძიმეა. ყველამ კარგად იცის სინამდვილეში, რომ ამდაგვარი არაფერი ხდება და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მაქვს იმის მოლოდინი, რომ მალე მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. დღეს მაძლიერებს ის რომ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანების და ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ივერისთან, მირეკავს და ყველა მხარდაჭერას გამოხატავს, მეუბნება რომ გვერდში გიდგანან. არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთიდანაც მირეკავენ და მამხნევებენ. ნახეთ მოქმედმა ელჩმა, გიგიაძემაც გააკეთა განცხადება და მხარდაჭერა გამოუცხადა ივერის, ალბათ კარგი დღე არ დაადგება ამის გამო. სხვები, ვინც საგარეოში მუშაობს ვფიქრობ ვერ ბედავენ ხმამაღლა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ალბათ ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, რამე შარი არ მოუდონ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ თავის გულში ყველა მხარს უჭერს მას და ყველა ხედავს რომ წესიერი ადამიანი დააკავეს.

- ელოდით რომ სასამართლო პატიმრობას შეუფარდებდა?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გასაგებია, რომ რაღაც პიარის აწევა უნდათ ამ არჩევნების წინ, მაგრამ თუ ასე შორს წავიდოდნენ და წესიერ ადამიანს არარსებული საქმისთვის, ამ უსინდისო ბრალდებით ჩასვამდნენ ციხეში ამას ვერც წარმოვიდგენდი...წაიკითხეთ სრულად

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს