ავტორი:

ქორწინების ბეჭედი 42,34%-ით გაძვირდა - რა ღირს ოქრო საქართველოში?

ქორწინების ბეჭედი 42,34%-ით გაძვირდა - რა ღირს ოქრო საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე - ფასი 42,34%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით ძვირდებოდა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულზეც იყო. იმავე პერიოდში ძვირფას ლითონზე ფასი იზრდებოდა საქართველოშიც.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ოქროს ბირჟაზე უცხადებდნენ, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარი იყო, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა...წაიკითხეთ სრულად

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?