ავტორი:

"შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს", - რას აცხადებს მარინა ენდელაძე დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით

"შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს", - რას აცხადებს მარინა ენდელაძე დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ახლა თბილისია, სადაც 194 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 92-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამყრელიძის განცხადებით, როცა კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს - როდის დაიწყება ვაქცინაცია

აჭარის ეროვნული პარკები