ავტორი:

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, დეზინფორმაცია გავრცელდა.

"დეზინფორმაციაა და ასეთი პიროვნება მთავრობის ადმინისტრაციაში, ან პრემიერის დაცვაში არავინ მუშაობს. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე

"სააკაშვილი მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი... გარიგებების გარეშე, ღიად ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"-ი