ავტორი:

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ "ფეისბუქზე" ტროტუარზე გაჩერებული მანქანის ფოტოები გამოაქვეყნა. მანქანის მფლობელი პარლამენტის საშვით სარგებლობდა. მენაბდემ კი ამის გამო დაწერა, რომ "ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი."

“ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი. ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ,”- წერს ვახუშტი მენაბდე.

ავტომობილი პარლამენტარ და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის, რომელმაც მენაბდის პოსტზე ასეთი კომენტარი დატოვა:

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის,”- დაწერა ოდიშარიამ.

პარლამენტარის ამგვარ კომენტარს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ოდიშარიამ ვახუშტი მენაბდის პოსტზე კიდევ ერთი კომენტარი დაწერა. ამჯერად მან ბოდიში მოიხადა:

"ბოდიში, ვინც ასე გაგაბრაზათ ადამიანმა, ვინც ჩემს ა/მ მართავს. გამოვსწორდებით", - წერს ოდიშარია.