ავტორი:

რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, რესტორან, "მონოპოლის" მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, მაშველებმა საძიებო სამუშაოები დაასრულეს.

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

რამდენიმე საათიან საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში, მტკვარში მოზარდს ეძებენ

ავარია დუშეთის რაიონში - ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

"თბილისში სამხედრო ვერტმფრენი ავტობუსს დააჯახეს" - რა ფოტოებს ავრცელებს ირაკლი აბესაძე სამგორიდან