ავტორი:

კორონავირუსი ტელეფონის ეკრანსა და ზოგიერთ სხვა ზედაპირზე 28 დღე ძლებს - ავსტრალიელ მეცნიერთა ახალი კვლევა

კორონავირუსი ტელეფონის ეკრანსა და ზოგიერთ სხვა ზედაპირზე 28 დღე ძლებს - ავსტრალიელ მეცნიერთა ახალი კვლევა

Covid 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანებზე, ბანკნონტებსა და სხვა ნივთებზე 28 დღის განმავლობაში შეუძლია, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავსტრალიის ეროვნულ სამედიცინო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე დარჩენა იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. წინა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსს ბანკნოტებსა და მინაზე ორი, ან სამი დღის განმავლობაში, ხოლო პლასტიკურ და უჟანგავ ფოლადზე ექვსი დღე შეეძლო გაჩერება.

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს გრიპის ვირუსი და "კოვიდ-19"-ის გამომწვევი ვირუსი და აღმოჩნდა, რომ გრიპის ვირუსს იმავე პირობებში გადარჩენა 17 დღის განმავლობაში შეუძლია.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვირუსი განსაკუთრებით მარტივად საუბრის დროს ახლო კონტაქტით, დაცემინებისა და დახველების შედეგად ვრცელდება.

ამასთან, როგორც BBC წერს, კვლევას სამეცნიერო წრეებშივე მოჰყვა კრიტიკა. მაგალითად, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი, რონ ეკლსი ამბობს, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვირუსი შეიძლება გადარჩეს 28 დღის განმავლობაში, საზოგადოებაში დამატებით შიშს თესავს.

"აღნიშნული კვლევა არასაჭირო შიშს იწვევს", - აცხადებს პროფესორი.

"თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, პანდემიას გადავლახავთ, თუ არადა, ის ძალიან დიდხანს დარჩება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

კიმ კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა - ყველაზე პოპულარული სომეხი თანამემამულეებს მიმართავს

"მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება" -  სერგეი ლავროვი