ავტორი:

თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მართალია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მხარეები ამ დრომდე ერთმანეთს შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის დაბომბვას განაგრძობს.

გარდა ამისა, სომხური მხარე აზერბაიჯანელებს იმ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტორისიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი აგრესიას ჯანდაცვის გლობალური კრიზისის ფონზე ახორციელებს, რაც კოვიდ 19-ის მიმართ ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ რეაგირებას აფერხებს და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

ჯანდაცვის მინისტრი წერს, რომ 11 ოქტომბერსაც კი, როდესაც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა, აზერბაიჯანი თავს დაესხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია ღამის განმავლობაში მთელი ფრონტის გასწვრივ დაძაბული იყო. მათივე ინფორმაციით, სომხური არმია აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმებს ცდილობდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთმა მატერიალური და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. დაღუპულებს შორისაა ვიცე-პოლკოვნიკი არტურ გრიგორიანი.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

"თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, პანდემიას გადავლახავთ, თუ არადა, ის ძალიან დიდხანს დარჩება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

კიმ კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა - ყველაზე პოპულარული სომეხი თანამემამულეებს მიმართავს

"მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება" -  სერგეი ლავროვი