ავტორი:

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება" - ლევან რატიანი

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება" - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კოვიდკლინიკის სტატუსით იმუშავებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

როგორც რატიანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მისი კლინიკა სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით ერთვება ვირუსთან ბრძოლაში.

"ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს. მოგეხენებათ, ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკის ცენტრად, შემდეგ გადავკეთდით.

მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია.

ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კივიდთან ბრძოლაში",- განაცხადა რატიანმა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა

რეკორდული მაჩვენებელი: საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გარდაიცვალა

"TV პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა - "მოგიყვებით იმ სიმპტომების შესახებ, რაც მე გამომივლინდა"