ავტორი:

"ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ" - ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვაზე

"ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ" - ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვაზე

გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკისა და საბურთალოს ოლქში ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

"გასაგებია რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციის და ერთიანობის მიუხედავად. თუმცა, გულწრფელად მინდა ვთქვა რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - აღნიშნა ელენემ ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მიდის - რას წერს ის "ფეისბუქში"?

"მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? - არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს" - ელენე ხოშტარია

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას...ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერას" - ირაკლი კობახიძე