ავტორი:

"ერთმა - კორონავირუსი აქვსო, სხვა ლაბორატორიაში არაფერი გამოვლინდა... უნდა ვუჩივლოთ თუ არა 7 წლის ბავშვის სტრესისთვის?" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილის ძმა დისშვილზე

"ერთმა - კორონავირუსი აქვსო, სხვა ლაბორატორიაში არაფერი გამოვლინდა... უნდა ვუჩივლოთ თუ არა 7 წლის ბავშვის სტრესისთვის?" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილის ძმა დისშვილზე

მსახიობ ნანკა კალატოოზიშვილის ძმა, გიორგი კალატოზიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის დისშვილ დანიზე ერთ ლაბორატორიაში უთხრეს, რომ კორონავირუსი ჰქონდა, სხვა ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ კი ვირუსი არ გამოავლინა.

"ჩემ დის შვილზე, დანიზე: ერთმა კლინიკამ - კორონავირუსი აქვსო. სხვა ლაბორატორიაში გადამოწმების მიზნით ჩატარებულ ხელმეორე ანალიზში არაფერი გამოვლინდა.

100%-იანი გარანტიისთვის ლუგარის ცენტრში დღეს ჩაუტარდა დანის გამოკვლევა და გვითხრეს ის, რომ იმის ნიშანი, ან კვალი არსად ჩანს, რომ გადაიტანა.

ახლა ისმის კითხვა - უნდა ვუჩივლოთ თუ არა პირველ ლაბორატორიას მორალური ზიანისთვის, ფსიქოლოგიური ტრავმისთვის და 7 წლის ბავშვის სტრესში ჩაგდებისთვის?

!Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia რატომ არ აკონტროლებთ სათანადოდ ასეთ ლაბორატორიებს?! სტრესის გარდა ნანკამ ამ სამ კლინიკაში ჯამში 600 ლარი დახარჯა და რომელ კრიზის მენეჯმენტზე და წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაზე მელაპარაკებით, ფულის მკეთებელი კანტორები ვერ გაგიკონტროლებიათ!" - წერს გიორგი კალატოზიშვილი.

"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა