ნიგერიაში ქოლერამ 350 ადამიანი იმსხვერპლა

ნიგერიაში ქოლერამ 350 ადამიანი იმსხვერპლა

ნიგერიაში საშიშმა დაავადებამ იფეთქა, ქვეყანაში ქოლერით გარდაცვლილთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.

ამ ეტაპზე ოფიციალური მონაცემებით 350 ადამიანია გარდაცვლილი.

ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირების საფრთხე არა მხოლოდ გარკვეული რაიონების, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობას ემუქრება, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში მცხოვრები მოსახლეობის 40%-ს კანალიზაციის სისტემა არ აქვს, 66%-ს კი სუფთა წყალზე ხელი არ მიუწვდება. 

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.   

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია