ავტორი:

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

გორგასლის N9-ში მდებარე სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში გაიხსნა ASADO Steakhouse, რომელიც სტუმრებს სტეიკებისა და ბურგერების ფართო არჩევანს და აგრეთვე მყუდრო და სასიამოვნო დროის გატარებას სთავაზობს. ASADO - გრილზე შემწვარი ხორცი, არგენტინის პამპას ვრცელ ვაკეებზე მობინადრე გაუჩოებისა და აბორიგენების ტრადიციული კერძია.ძალიან საინტერესოა მისი მომზადების ტრადიცია, რომელიც იწყება ცეცხლის დანთებით, ხორცის შერჩევა-დანაწილებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეწვის ხანგრძლივი პროცესით, აგრეთვე ტრადიციულია ამ კერძისთვის, მეგობრებისა და ოჯახის შეკრება. ჩვენი Steakhouse-ის მიზანია შევინარჩუნოთ ეს ტრადიცია და თქვენი სტუმრობა განსაკუთრებული გავხადოთ! მენიუ შედგენილია იტალიელი ბრენდ-შეფ ენცო ნერის მიერ.სტეიკჰაუსის შიდა სივრცე და გარე ტერასა გიმასპინძლებთ ყოველდღე 12:00-დან 23:00 სთ-მდე.

“ ბოლო 19 წელია წამყვანი პოზიციები მიჭირავს კულინარიის სფეროში, შეფ-მზარეულიდან კერძების დიზაინის შექმნამდე. ძალიან მიყვარს საჭმლის კეთება, მირთმევა, ექსპერიმენტების ჩატარება და ყოველივე ამის გაზიარება ჩემს სტუმრებთან, ალბათ ზუსტად ეს ჩემი სიყვარული საქმის მიმართ მეხმარება ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს სფეროში.“ აღნიშნა ენცო ნერიმ

R

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ