ავტორი:

"პროკურატურა გამოძიების დასრულებას წინასწარ გამოცხადებული თვითმკვლელობის ვერსიით აპირებს" - რას აცხადებენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები

"პროკურატურა გამოძიების დასრულებას წინასწარ გამოცხადებული თვითმკვლელობის ვერსიით აპირებს" - რას აცხადებენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ქალაქის პროკურატურაში მივიდნენ, ისინი ცდილობენ გაარკვიონ, მოიპოვა თუ არა რაიმე ახალი მტკიცებულებები პროკურატურამ ამ საქმეზე. მათი თქმით, არ ტარდება გარკვეული ექსპერტიზები, რაც საქმის გამოძიების ფარგლებში იყო დანიშნული. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის დაპირება იყო, რომ სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პარალელურად გარკვეული მასალები გაიგზავნებოდა უცხოეთში და მათზე უცხოელი ექსპერტებიც იმუშავებდნენ, რაც დღემდე არ გაკეთებულა. ადვოკატების თქმით, მათ 11 შუამდგომლობაზე უთხრეს უარი, რაც მათი მტკიცებით, მიუთითებს იმაზე, რომ "პროკურატურას უნდა საქმე ბოლომდე ისე მიიყვანოს და მკვლელობა თვითმკვლელობად გაასაღოს".

"როდესაც ვიყავით გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, იყო დაპირება ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის ალტერნატიული ექსპერტიზების უცხოეთში ჩატარების თაობაზე. დაპირება დარჩა დაპირებად...“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კიდევ ერთი ადვოკატის თქმით კი, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით, სავარაუდოდ, ირკვევა, რომ ისინი აღარ აპირებენ მომხდარის სხვა ვერსიებზე მუშაობას.

"ის, რომ აღარ აპირებენ ეფექტიანად მუშაობას და უცხოელი ექსპერტების საქმეში ჩართვას, გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურა გამოძიების დასრულებას წინასწარ გამოცხადებული თვითმკვლელობის ვერსიით აპირებს", რაც ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

"გაზრდილია ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები" - შს მინისტრის 2020 წლის ანგარიში და წლის კრიმინალური სტატისტიკა

ვინ არიან ქალები საქართველოდან, რომლებსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ

"ვივამედის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს - შსს-ს განცხადება