ავტორი:

ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

13 წლის წინ საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის გახმაურებული საქმე ბერძენმა სამართალდაცველებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გახსნეს.

Ambebi.ge - მ შემზარავი ტრაგედიის დეტალები გაარკვია.

  • რა ვითარებაში გაუჩინარდა დედა-შვილი?

ოფიციალური ცნობებით, ქართველი ქალების გაუჩინარების შესახებ განცხადება ომონიის განყოფილებაში 2007 წლის 6 ივლისს შევიდა. მას შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, ორივე დაკარგულად მიიჩნეოდა. ბერძნულმა გავლენიანმა მაუწყებლებმა არერთი გადაცემა მიუძღვნეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დედა-შვილს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებებიც.

ქართველი ემიგრანტი მანანა ჩიქოვანი, რომელიც საბერძნეთში 24 წელია ცხოვრობს, ambebi.ge –ს წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის აქამდე უცნობ დეტალებს უყვება. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა-შვილი პაკისტანელების ბარში მუშაობდა. სწორედ ამ ობიექტიდან გაუჩინარდა ჯერ შვილი, შემდეგ კი დედა.

"ეს ძალიან გახმაურებული ამბავი იყო წლების განმავლობაში. ბერძნულ ტელევიზიაში არაერთხელ გაშუქდა. ცნობილი ორსაათიანი გადაცემა "სინათლე გვირაბში", რომლის მიზანიც დაკარგული ხალხის მოძებნაა, მთლიანად ანასა და ჟუჟუნას მიუძღვნეს. მე ისინი გავიცანი 1996 წელს, როდესაც ახალი ჩასული ვიყავი საბერძნეთში. თავადაც ახალი ჩამოსულები იყვნენ. ძალიან უჭირდათ. ჟუჟუნა ისეთი ლამაზი და კოხტა ქალი იყო, ანი მაშინ 9-10 წლის იქნებოდა. მახსოვს, თავიდან ბინა რომ იქირავეს, ვერ გადაიხადეს ქირა და მეპატრონეს ბავშვიანად გარეთ გამოუგდია ჟუჟუნა. ის ღამე ეკლესიის ეზოში გაუთევიათ. ზოგადად, ბავშვიან ქალს არ იღებდნენ მოხუცების მომვლელებად და მაგიტომ გაუჭირდა თავიდან. შემდეგ როგორც იქნა მიიღო ერთმა ღვთისნიერმა ოჯახმა და თანდათან მოძლიერდა მატერიალურად. მახსოვს, გახარებული მხვდებოდა ხოლმე გზაში, აი, მანანა, ფეხზე ვდგებით, მგონიო. ვწვალობ ჩემი ანისთვისო. ბოლოს, რომ ვნახე, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, მითხრა, დიდი ბინა მაქვს ნაქირავები და დღიურად ვაქირავებო. ასე იქცევა ბევრი ქართველი - ფულს რომ იშოვნიან, დამატებით შემოსავალს იჩენენ. პარალელურად ბარში ვმუშაობო. ძალიან წარმატებულები ვართ მე და ჩემი შვილი, ანი სკოლაში კარგად სწავლობს, ქართულ ცეკვებზეც დადის, ნეტა იცოდე რა გოგო მყავსო. მართლაც, ისეთი ლამაზი იყო ანი... აშოლტილი. 20-21 წლის იქნებოდა ეს ამბავი რომ მოხდა. ბოლოს ისინი მუშაობდნენ პაკისტანელების კაფეში. სალაროზე ამუშავებდნენ ანის თურმე და ჟუჟუნა მენეჯერი იყო. ერთ დღესაც დაუგვიანია სამსახურში ანის, დაურეკავთ დედამისისთვის, შენს შვილს პრობლემა აქვსო, ეს გავარდნილა კაფედან და მას შემდეგ არავის უნახავს", - გვიყვება ქართველი ემიგრანტი.

  • რა გახდა მკვლელობის მიზეზი?

ბერძნული მედიის ცნობით, მკვლელმა გამოძიებას სკანდალური აღიარება მისცა. პაკისტანის 54 წლის მოქალაქე გამომძიებელს დეტალურად მოუყვა დანაშაულის შესახებ და დაასახელა კონკრეტულ მიზეზი, რის გამოც 2007 წელს ათენში, კერძოდ, პეტარალონაში, 21 წლის ქართველი გოგო და მისი დედა, თანამზრახველთან ერთად, სასტიკად დახოცა.

"დანაშაულს ვაღიარებ და ძალიან ვნანობ. ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა, არამედ გარემოებებმა მაიძულა მკვლელობა ჩამედინა. ვაღიარებ, რომ ანა და მისი დედა მოვკალი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ჩავბარებოდი პოლიციას, მაგრამ მეშინოდა.

"ქართველი დედა-შვილი მაშანტაჟებდა. 21 წლის ანისთან 3 წელი მქონდა უკანონო ურთიერთობა და ამ დროის განმავლობაში მისთვის დაახლოებით 21.500 ევრომდე მაქვს მიცემული. მეუბნებოდა, რომ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება უნდოდა და ფულს მართმევდა. თანხას როცა მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ მივცემდი, ჩემს ცოლს ეტყოდნენ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ანისთან მქონდა. სწორედ ამიტომ მოვკალი", - აქვეყნებს ბრალდებულის ჩვენების ფრაგმენტს ბერძნული გამოცემა.

ქართველი ემიგრანტი ambebi.ge -ს პაკისტანელ მამაკაცსა და ქართველ ქალს შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს და უკვირს, რატომ დასჭირდა დანაშულის გახსნას 13 წელი, მაშინ როდესაც დამნაშავეებს ხელს თავიდანვე ადებდნენ.

"ბევრ პაკისტანელს აქვს ბიზნესი საბერძნეთში. მკვლელი ახალგაზრდა და სიმპათიური კაცი იყო. ნანახი მყავს ქუჩაში ჟუჟუნასთან ერთად. კაცმა ჟუჟუნას შესთავაზა პაკისტანური კვების ობიექტი გაეხსნათ ერთად. როგორც ვიცი, ფულის გამო მოხდა მათ შორის ეს კონფლიქტი. ხომ იცით რამდენი მტერი ჰყავს ლამაზ ქალს. ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, ფულს სძალავდა ამ კაცს და მაგიტომ მოკლესო. მაგრამ მიკვირს, რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ საქმის გახსნას. ჟუჟუნას და, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, წლების განმავლობაში ეძებდა დასა და დისშვილს, გამოდიოდა გადაცემებში და თავიდანვე პირდაპირ ადებდა ხელს ამ პაკისტანელ კაცს, ამბობდა, მაგან მომიკლა დაო". - გვეუბნება მანანა ჩიქოვანი.

  • მკვლელობის დეტალები

ბერძნული მედია აქვეყნებს საქმის მასალებს, რომლის მიხედვითაც, 59 წლის ქალი და მისი 21 წლის ქალიშვილი მკვლელობის დროს პაკისტანელი მამაკაცის სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც პაკისტანელმა მამაკაცმა თავის თანამზრახველთან, 60 წლის ასევე პაკისტანელთან ერთად ქართველები სასტიკად მოკლა, ბრალდებული დეტალურად აღწერს მკვლელობის პროცესს. მისი ჩვენების მიხედვით, მამაკაცებმა ცხედრები დაანაწევრეს და შემდეგ მესამე პირის დახმარებით, სხეულის ნაწილები უბნის სხვადასხვა ურნებში გადაანაწილეს, რათა მათზე ეჭვი არავის მიეტანა და შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ.

  • როგორ გამომჟღავნდა სასტიკი დანაშაულის შესახებ?!

როგორც ბერძნული მედია იუწყება, პოლიციას ანონიმურმა წყარომ აცნობა, თუ ვინ იყვნენ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირები. როგორც ჩანს, გამოჩნდა ახალი მტკიცებულებებიც, რის შემდეგაც გამოძიებამ მალევე დააკავა სამი პირი. საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელების დაკავების საქმეში ქართული მხარეც იყო ჩართული. ბრალდებულების ბედი სასამართლოზე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს 25 - წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

"ძლიერი ტკივილი აქვს გულ-მკერდის არეში" - მარნეულში სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი