ავტორი:

"ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა" - გიგა ბოკერია

"ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა" - გიგა ბოკერია

ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით ყველა შტოს აკონტროლებდა და ამიტომ არცერთი არ სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ფოთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ არცერთ შემთხვევაში არ შეუქმნის კოალიაციას „ქართულ ოცნებას“ და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას.

„ის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა სწორედ ამ გარდამტეხი ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე ჩვენი გეზის, ხედვის მიტანაა, თუ როგორ განვახორციელებთ ცვლილებებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას არცერთი სცენარის შემთხვევაში და ამასთან, არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი გეზი და აუცილებელი ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან ბოკერიას თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ ორი კვირაა უარს ამბობს “ევროპული საქართველოს“ კლიპის ეთერში გაშვებაზე.

„უკვე ორი კვირაა ტელეკომპანია „იმედი“, რომლის პოზიციაც რბილად, რომ ვთქვათ თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს „ევროპული საქართველოს“ კლიპის ეთერში გაშვებაზე. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“ და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”