ავტორი:

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)

ბოლო თვეებია მაია ასათიანი ხშირად და გულწრფელად საუბრობს გულშემატკივრებთან საკუთარი ცხოვრებისა და წარსულის შესახებ. ტელეწამყვანი "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, ფოტოებს, სადაც სიახლეების შესახებ მიმდევრებს უყვება.

ცოტა ხნის წინ გადაცემა "შორენას ეფექტში“ მაია ასათიანმა მოყვა იმ მძიმე დღეების შესახებ, როდესაც შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად წავიდა სალონში სტილისტთან, ჩაიტარა სახეზე პროცედურები, რათა ადამიანური სახე დაებრუნებინა.

ამჯერად გულშემატკივრების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა. შავი, მოკლე თმა ერთი შეხედვით პარიკს ჰგავს. ასათიანი არ წერს, გრძელ, ქერა თმას შეელია, თუ ნამდვილად პარიკი მოირგო.

კომენტარებში მის ახალ იმიჯთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი დაწერეს:

"იმედია პარიკია და თმის შეჭრა არ გაბედეთ...“

"არა, ქერა ჯობია...“

"ძალიან მოგიხდათ, -10 წელი...“

"მაია, ქერა განათებს, შავში რაღაც ჩაშავებული ხარ, ქერა გიხდება...“

"საოცრად გიხდებათ, გამოგიკვეთათ სახე მუქმა ფერმა. სუპერ...“

"ეს ის მაია ასათიანია ნუციკოს რომ მოეწონებოდა. ძლიერი და სასწაული დედა ხარ..“ - წერენ კომენტარებში.

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)