ავტორი:

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის ამბავმა ორი წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. რაიან, ლორა და ქეილაბ სმიტების მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

რაიან სმიტის დედამ სასამართლოზე წერილი გამოგზავნა, სადაც წერდა, რომ მან მკვლელს მიუტევა. რაიანის დედა ამჯერად ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც დეტალურად აღწერს იმ ტრაგედიას, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა და საუბრობს იმაზეც, თუ როგორ შეძლო დამნაშავისთვის მიეტევებინა. გთავაზობთ ამონარიდს ვიდეოდან:

"რაიანი და ლორა საქართველოში კავკასიის მთებში მობინადრე აზერბაიჯანელ მუსლიმთა თემის დასახმარებლად ჩამოვიდნენ. პირველ ივლისს, ჩემს დაბადების დღეზე დამირეკეს და სიმღერით მომილოცეს, სკაიპით კარგი დრო გავატარეთ. რაიანმა მითხრა, რომ სალაშქროდ აპირებდნენ წასვლას, მოლაშქრეებში განთქმულ ხეობაში, ჩანჩქერზე.

მეგობრებს ფოტოებიც გაუზგავნეს, როგორ მიცოცავდნენ კლდეზე, თუმცა როდესაც ვახშმის დრო დადგა, ისინი აღარსად ჩანდნენ, ტელეფონსაც არ პასუხობდნენ. გვიანობამდე მათი ასავალ-დასავალის შესახებ რომ ვერაფერი შეიტყვეს, ოჯახის ახლობლებმა პოლიციაში დარეკეს და დაკარგვის შესახებ განაცხადეს. მეორე დილას, როგორც კი ინათა, პოლიციელებმა ხეობაში ძებნა დაიწყეს.

ახალგაზრდა ყმაწვილმა - 19 წლის მწყემსმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ბილიკზე მიმავალ ოჯახს შეხვდა და ტურისტებში განთქმული ჩანჩქერის გზა მიასწავლა, სამხარზეც დაეწვია და შემდეგ თავის ფარაში დაბრუნდა....

შემდეგი ელ-ფოსტაც მივიღე, როგორც კი გავხსენი, ორი სიტყვა მომხვდა თვალში: "სამმაგი მკვლელობა“. იმ მომენტში ჩემი გონება პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდა. წერილი ბოლომდე წავიკითხე და შევიტყვე, რომ მკვლელი მწყემსი იყო და რომ ის პოლიციამ დააპატიმრა. გავიგე, რომ მან თავად მიიყვანა პოლიციელები ყინულის გამოქვაბულში და იქ დამარხული ქეილაბის სხეული აჩვენა.

რაიანის და ქეილაბის მკვლელობის მიზეზი ლორა იყო, მას ლორას გაუპატიურება სურდა. ასეც მოიქცა, შემდეგ კი დაახრჩო.

მას შემდეგ ყოველდღიურად მეცლება ძალა. როდესაც აღიარების დეტალებს ვკითხულობ, ყოველ ჯერზე გული მეკუმშება და ბრაზი მშთანთქავს.

გავაცნობიერე, რომ სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ან ამ შემზარავი ფაქტისთვის ჩემი ცხოვრების განადგურების უფლება მიმეცა, ან მკვლელისთვის მიმეტევებინა და ღმერთთან სიახლოვე შემენარჩუნებინა.

ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა. გავიაზრე ის, რასაც წლების განმავლობაში სხვებს ვასწავლიდი: იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, რომ ჩემი და სხვა ადამიანების ცოდვებისთვის მოეხადა სასჯელი. მთელი კაცობრიობისთვის ეწამა და ყოველი ადამიანის ცოდვა გამოისყიდა, მათიც, ვინც ოდესმე ჩემს წინააღმდეგ შესცოდა.

საქართველოში აგვისტოში ჩამოვედით. კობაურს განაჩენი გამოუტანეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რადგანაც მე მას მივუტევე, გულწრფელად ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის - კობაურის ოჯახის წევრებიც ხომ ჩვენნაირი უდანაშაულო მსხვერპლია", - ამბობს რაიანის დედა.

ნახეთ ვიდეოს სრული ვერსია:

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიიღო