ავტორი:

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

მსახიობი ბუბა მირცხულავა საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი, "ბაქარი" შექმნა.

2019 წელს ბუბამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში კითხვას - არის თუ არა შეყვარებული, ასე უპასუხა: - "არა. ახლა ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუდგები. ვერ ვუგებ ადამიანებს, ურთიერთობას უეცრად სიყვარულს რომ დაარქმევენ. ბოლო ურთიერთობიდან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ვფიქრობ, არ ვიცი, მომავალში რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა. ეს სიტყვა არ მომწონს. შეიძლება მყავდეს მეგობარი გოგო და მქონდეს ისეთივე დამოკიდებულება, რასაც ზოგიერთი სიყვარულს დაუძახებს."

არ ვიცით, უწოდებდა თუ არა "შეყვარებულს" თავის რჩეულს ბუბა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის ახლახანს დაქორწინდა.

მსახიობის რჩეული სოფო ანდღულაძეა. პატარძალმა ქორწილის ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. როგორც სურათებიდან ირკვევა, წყვილს მოკრძალებული და პანდემიის შესაბამისი ცერემონია ჰქონდა - პირბადეებით და მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანხლებით.

ბაქარმა და სოფომ უამრავი მილოცვა მიიღეს. მათ Ambebi.ge-ს რედაქციაც უერთდება და წყვილს ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს.

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)