ავტორი:

BTU-ში კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი დასრულდა - 3 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

BTU-ში კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი დასრულდა - 3 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

15 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა კომპანია Tegeta Motors-თან თანამშრომლობით რიგით მეხუთე სტუდენტური ჰაკათონი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩაატარა. გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები:

I ადგილი - ალექს ქისტაური, საინფორმაციო ტექნოლოგიების III კურსის სტუდენტი

II ადგილი - ნიკა ღონღაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების II კურსის სტუდენტი

III ადგილი - მარიამ სპანდერაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების III კურსის სტუდენტი

ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი ჰაკათონში მონაწილეობისთვის. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ტრენინგების და გადამზადების პროგრამების ვაუჩერები. ჰაკათონის რამდენიმე მონაწილე კი Tegeta Motors-ში დასაქმდება.

ჰაკათონი შედგებოდა პრაქტიკული დავალებებისგან, რომელშიც წარმოდგენილი იყო დავალებები შემდეგი საკითხების შესახებ:

● მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი

● ქსელის ტრაფიკის ანალიზი

● პენტესტი

● ღია წყაროების ანალიზი

„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აგრძელებს პროექტების განხორციელებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. BTU Cyber Lab ცნობიერების ასამაღლებლად მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას: პროექტებს, კონკურსებს, ჰაკათონებს, ფორუმებს კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ, კვლევებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების დიგიტალიზაციის პროცესში და სხვა. დაგეგმილი პროექტები საერთაშორისო პარტნიორების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით განხორციელდება.

"გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 - ბათუმში" - როგორ ნაწილდება ინფიცირების ახალი მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი