ავტორი:

"მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან" - მარინა ენდელაძე

"მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან" - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს.

როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, გრიპის ვაქცინაცია ორი ინფექციის ზედდებისგან დაგვიცავს, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს.

„ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს. პირველი მაინც რეგულაციებია, პირბადე, რომელიც დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კოვიდინფიცირებისგან“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმები ტრენინგები, შესაბამისად, მედიკოსები მზად არიან მართონ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტები.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„ჩვენ ცენტრში გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული, უმეტესობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ამჟამად არ არიან და მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი, მაგრამ ვაქცინაცის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია" - მარინა ენდელაძე

"კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?