ავტორი:

"გუკა ამირხანაშვილს რომ მეგობარი მოეძებნა, 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა" - რას ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში

"გუკა ამირხანაშვილს რომ მეგობარი მოეძებნა, 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა" - რას ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში

"რუსთავი 2" გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ვახო ჩიქოვანის სასამართლო ჩვენების აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. როგორც ის ჩვენებაში ამბობს, გურამ ამირხანაშვილმა შაქარაშვილის მოძებნაზე უარი განაცხადა და მოითხოვა, "ტოიოტას" მგზავრებს თბილისში წაეყვანათ.

ბრალდებული ირწმუნება, რომ ძებნის დროულად დაწყების შემთხვევაში შაქარაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

"მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო და მეგობარი მოეძებნა, დღეს 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა. ემოციური იყო ძალიან ამირხანაშვილი, დაიწყო ეგრევე, მე დამნაშავე არ ვარ, არანაირ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიმიღიაო. ვუთხარით, ვისთან ერთად იყავითო, მეგობართან ერთადო. ვასილ მახარაძემ უთხრა, დაერეკა მეგობართან, მან თქვა, რომ მეგობარს ტელეფონი არ ჰქონდა. შევთავაზეთ, რომ მოეძებნა მეგობარი და ჩვენ წავიყვანდით, ამაზეც უარი განაცხადა. წამო, წამო წავიდეთო. თავისი ნებით ჩაგვიჯდა მანქანაში" - ამბობს ჩიქოვანი ჩვენებაში. ის სასამართლოში 4 საათი იკითხებოდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"დათოს ორსული მეუღლე დარჩა... უქმეებზე სულ ტაძარში დადიოდნენ" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა

მკვლელობა ქობულეთში - თანასოფლელების დაპირისპირების შედეგად მამაკაცია მოკლული

თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს