ავტორი:

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვის ეკისრება ბათუმში, პარტიის მხარდამჭერების ხალხმრავალ შეკრებაზე პასუხისმგებლობა.

შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა რეგულაციები დაცული, ვაშაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა შეკრებაზე ბევრი ხალხი მივიდა.

„სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, 4 წელიწადი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის 1 200 000-მდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს და მთელი საქართველოც გააჩერეს. რეგულაციების დაცვა აუცილებლად შეიძლებოდა და რას იზამ... ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რასაც არ ველოდით. რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.

რამდენი მლნ ლარი მიიღეს შემოწირულობის სახით მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე - ანგარიშის დეტალები

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"