ავტორი:

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ, 16 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა თურქული ტელეკომპანიის А-Haber-ის ჟურნალისტს, რომელშიც ქვეყნის მეთაური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებულ სამხედრო მოქმედებებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს.

თურქი ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა სომხეთისთვის იარაღის კონტრაბანდულ მიწოდებას ეხებოდა.

- ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის დროიდან სატრანსპორტო თვითმფრინავებს მუდმივად მიაქვთ რაკეტები სომხეთში, კერძოდ, ერევნის აეროპორტში. ანუ, შეიძლება ითქვას, ხდება დანაშაულის ჩადენა. თქვენ ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტს როუჰანისაც ესაუბრეთ...

- ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს ირანიდან სომხეთში იარაღის მიწოდების თაობაზე. პირიქით - შემიძლია ვთქვა, რომ ირანმა და საქართველომ თავიანთი საჰაერო სივრცე და სახმელეთო გზები დახურეს სომხეთში იარაღის გადასაზიდად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ირანს და საქართველოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს საქართველოს ტერიტორიიდან იარაღს გზავნიან კონტრაბანდული გზით როგორც სამოქალაქო, ასევე სატვირთო თვითმფრინავებით.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს აზერბაიჯანის მეთაური თურქეთის პრეზიდენტზე...

"რეჯეფ ერდოღანი ჩემი ძმაა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი მსოფლიო ლიდერია. მან თურქეთი უმაღლეს მწვერვალებამდე მიიყვანა, განადიდა თავის ქვეყანა. მისი წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ როგორი ღირსეული და ამაყი სახელმწიფოა თურქეთი. მის მიმართ ძალიან დიდ უსამართლობას იჩენს როგორც ზოგიერთი ქვეყანა, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თურქეთის შიგნითაც. მე, რასაკვირველია, ამ სიტუაციაში ჩარევა არ შემიძლია, მაგრამ როგორც ადამიანი, ვერ დავრჩები გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ - იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თურქეთისთვის.

დღეს თურქეთში არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც ასევე შეიძლება უყვარდეს სამშობლო და მის ინტერესებს იცავდეს, რომ მზად იყოს მისთვის ყველაფერზე წავიდეს. ეს ყველამ უნდა იცოდეს და ეს აზერბაიჯანში ყველამ იცის, თურქეთშიც. მე მინდა მათ ვუთხრა, ვინც ეს არ იცის: პოლიტიკური ბრძოლა ყველგან არის, მაგრამ არსებობს აგრეთვე ეროვნული საკითხი, რომელშიც არანაირი პოლიტიკური ბრძოლა არ უნდა იყოს. საფრთხის წინაშე ჩვენ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. დღეს თურქეთს ყოველი მხრიდან თავს ესხმიან და აკრიტიკებენ.

ამ ყველაფრისადმი გამკლავება დიდ გაბედულებას მოითხოვს, ასევე დიდ პროფესიონალიზმს, ცოდნას და ნებისყოფას. სწორედ ასეთი ადამიანია ჩემი ძმაც. ამას აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ, რადგან მას კარგად ვიცნობ. მინდა ვუსურვო წარმატებები. მისი სიტყვები, მისი მოქმედება, მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია თურქული სამყაროსათვის. ჩვენ მომავალშიც დიდ ძალისხმევას მოვახმართ და გავაღრმავებთ თანამშრომლობას თურქულ სამყაროსთან“.

წყარო: trend.az

ავტორი: სიმონ კილაძე

"მსურს, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთად მუშაობას შევძლებთ, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ" - ილჰამ ალიევი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - როგორ მოქმედებს და რამდენი დოზის გაკეთებაა საჭირო შედეგიანობისთვის

ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით