ავტორი:

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რეგულაციების არდაცვას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა ენდელაძემ.

მისი შეფასებით, „ეს საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა“.

„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზული ვითარებაა“, - განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343.

„სულ ქვეყანაში დარეგისტრირებულია კოვიდინფიცირების 17 477 შემთხვევა, ამჟამად გამოჯანმრთელებულია 8 060. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. შესაბამისად, აქტიური შემთხვევა არის 1 172.

განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 471, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია - სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში 37, ქვემო ქართლში 39, გურიაში 18, სამცხე-ჯავახეთში 14, მცხეთა-მთიანეთში 13 და კახეთში 11“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს.

ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

თბილისის 104 საბავშვო ბაღი, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურება

"112-ში 24 საათში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება..." - შსს მოქალაქეებს მიმართავს