ავტორი:

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

სომხური მხარი კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველად აზერბაიჯანმა დაარღვია.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა პირობებს არცერთი მხარე არ ასრულებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსკოვში, 10 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ.

რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, რომლის შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ერთი კვირის წინ მიაღწიეს, გუშინ სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შესრულდეს.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის დროშა ​ხუდაფერინის ხიდზე აღმართეს - ყარაბაღი აზერბაიჯანია!" - ალიევი