ავტორი:

"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?

"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძარში დროებითი გადახურვის სამუშაოები ჩატარდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემსრულებელ კომპანიას დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და დაზიანებული ნაწილი აღადგინოს.

„ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ყველა ვდარდობთ. ყველას გვინდა, რომ გელათთან მიმართებით ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, რომ ეს ხარვეზი ოფიციალურად დაფიქსირდა. ამაში ექსპერტებიც იყვნენ ჩართული. იმ ფირმას, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს, დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და აღადგინოს ის, რაც დაზიანებულია. ჩვენ კონტაქტში ვართ აღნიშნულ სააგენტოსთან და ჩვენი და მათი ინფორმაციით, თავდაპირველად სხვა ქარხნისგან მოდიოდა ამ „კრამიტის“ შეკვეთა, შემდეგ სააგენტოსგან დაუკითხავად ამ შემსრულებელმა შეცვალა მომწოდებელი ქარხანა. ამის გამო, დროთა განმავლობაში „კრამიტს“ ხარვეზი აღმოაჩნდა, მაგრამ ახლა დროებით საფრთხე არაფერს ემუქრება. დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს იმ ადგილებში, სადაც დაზიანება არის, რომ წყალი არ ჩავიდეს. წყლის ჩასვლის საშიშროება არ არსებობს. ნელ-ნელა დაიწყება ამ „კრამიტის“ გამოსწორება და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა. საუბარია ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებზე, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.

თორნიკე ბარათაშვილის ფოტო

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი, სახელწოდებით: "გადავარჩინოთ გელათის მონასტერი/Save The Gelati Monastery", სადაც სამონასტრო კომპლექსის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება.

ნუცა ციციშვილი:

"16.09.2020 გელათის დღევანდელი მდგომარეობა სააგენტო თავს ვერ ართმევს მის მიერ 7 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და გელათი დღემდე მიტოვებულია. ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას გამოასწორებს, სახურავის ბოლომდე მოხსნა და ახლიდან სწორი სტრატეგიით გადახურვაა. არაპროფესიონალები გვერდზე უნდა გადგნენ. ამათ უქნარობაში მეშვიდე თვე გავიდა! გელათი იღუპება.

© ევროპა ჩვენი სახლია, თორნიკე ბარათაშვილი"

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

"ზაფხულში გელათის მთავარი ტაძრის სახურავის გადახურვის სამუშაოები და ქვის პერანგის კონსერვაცია დასრულდა და ხარაჩოები მოხსნეს, ახლა აღმოჩნდა, რომ მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, გარდა გუმბათის კონუსის, და მიმდინარეობს კვლავ დროებითი გადახურვის მოწყობა წყლის ასარიდებლად, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თვეებია ამაზე ინფორმაცია ვრცელდება: დაზიანდა-დასველდა-გამომარილდა ფრესკები და ქვის პერანგი, წყალში ჩაიყარა რამდენიმე მილიონი ლარი და წლობით მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები და გუშინწინ საპატრიარქოს პრესპიკერმა დეკანოზმა ჯაღმაიძემ არაფერი ვიციო, ხოლო გაენათელმა მიტროპოლტმა იოანემ ყველაფერი კარგადაა და წყალი არ ჩადისო. მართლაც ტრაგიკომედიად იქცა საქართველო, ინფანტილიზმის, უვიცობის, უგულობის და იდიოტიზმის დოღია ყველა სფეროში...

ეს ფოტო გუშინდელია და გადაიღო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-მ", - წერს დეკანოზი აღნიშნულ ფეიბუქ-ჯგუფში.

ეთო ედიშერაშვილის ფოტო

ლაშა ბერეკაშვილის ფოტო

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე