ავტორი:

პაატა იმნაძე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას"

პაატა იმნაძე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას"

ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ტესტებზეც გკითხავთ - პასუხები იგვიანებსო, წუხან ჩვენი მოქალაქეები.

- ევროპაში მერამდენე დღეს იგებენ ტესტის პასუხს? კარგი ახლა, ნუ მოგვთხოვენ, რომ ყველაფერში ვაჯობოთ მსოფლიოს. ძალიან ადვილი სანახავია, მილიონ მოსახლეზე სად რამდენი ტესტი ტარდება. ეს მონაცემები ინტერნეტშია და ყველას შეუძლია ნახოს. ნახონ, საქართველო ამ მონაცემებით რომელ რიგშია, რამდენ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზე მეტ ტესტს ვაკეთებთ მილიონ მოსახლეზე! ძალიან ძნელია გარდაცვალებაზე საუბარი, მაგრამ იქაც ნახონ, მილიონ მოსახლეზე რამდენია გარდაცვლილი. ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ ნაკლებია ჩვენთან.

- არის პრეტენზიები კლინიკაში მოხვედრასთან დაკავშირებითაც...

- გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ, რატომ გვაწვენენ ყველას საავადმყოფოშიო? ახლა ვამბობთ, რომ საავადმყოფოში უნდა დაწვეს მხოლოდ მძიმე პაციენტი და ახლა ამაზე გვაკრიტიკებენ! ჯერ ჩამოყალიბდნენ კრიტიკოსები, რას გვსაყვედურობენ და მერე მათ კლინიცისტები უპასუხებენ.

- ძალიან დიდ იმედს ვამყარებდით "რემდესივირზე", თუმცა ითქვა, რომ მის იმედად ვერ ვიქნებით. რა ვქნათ?

- არაფერი. ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ დისტანცია. ჩემზე უკეთესად ენტონი ფაუჩიმ თქვა, ხუთი პრინციპი ჩამოთვალა: ნიღაბი, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებისთვის თავის არიდება, მცირე შეკრებები, რომელსაც ვერ ავცდებით, ოღონდ - ღია სივრცეში, და ხელების ჰიგიენა. ასე შეგვიძლია კორონავირუსს ვებრძოლოთ.

- რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის არსებობისა არ სჯერა და იმათ, ვისაც მისი პანიკურად ეშინია?

- ეს ორი უკიდურესობაა... პანიკა არასდროს არის სასარგებლო, იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემა გაწონასწორებული გვქონდეს. პანიკა ორგანიზმისათვის ძალიან სახიფათოა. და ვისაც არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო. მე არავის ვაშინებ. რა ვუყოთ, ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას. წაიკითხეთ სტატია სრულად

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

"მაესტროზე" "უცნობის " დაბრუნების გამო ტელეკომპანია ვაკო ავალიანმა დატოვა - "არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!"

კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ევიპდვითარება რეგიონებში