ხელოვნური რქოვანას გადანერგვის მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა

ხელოვნური რქოვანას გადანერგვის მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა

თვალის ხელოვნურმა რქოვანამ, რომელიც შვედეთში, ქალაქ ლინკოპინგსის რეგენერაციული მედიცინის უნივერსიტეტში შექმნეს, გასაოცარი შედეგი

გამოიღო, 10 შვედი პაციენტისათვის გადანერგილმა ხელოვნურმა რქოვანამ, ათივე მათგანს მხედველობა გაუუმჯობესა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხელოვნური რქოვანა ბუნებრივი დეფიციტური რქოვანას ჩანაცვლების უპრეცენდენტო შესაძლებლობას ქმნის, რომლის დონორთა პოვნაც ძალზედ რთულია.

როგორც წესი მხედველობითი აღქმა, მთლიანად  რქოვანას ფენაზეა დამოკიდებული, რომელიც თვალის გუგას ეკვრის და იცავს.  უმეტეს შემთხვევაში, სწორედ დამცავი გარსის დაზიანება იწვევს სიბრმავეს, ხელოვნური რქოვანას გადანერგვით კი ასეთ ადამიანებს მხედველობას უბრუნდებათ.

ბიოსინთეთიკური ინპლანტანტების შექმნისას, რომელსაც კომპანია Fibrogen-ი ამზადებს, ზედმიწევნით ზუსტად მეორდება ადამიანის ბუნებრივი რქოვანას სტრუქტურა.  

10 შვედ პაციენტს, რომელთაც ხელოვნური რქოვანა ქირურგიული გზით გადაუნერგეს და შემდეგი ორ წლის მანძილზე აკვირდებოდნენ, თუ როგორ მოხდებოდა მისი შეზრდა, მხედველობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე მათგანს ლინზების დახმარებით დამატებითი კორექცია დასჭირდა.

გამოკვლევის ავტორები, რომლის შედეგებიც სამედიცინო ჟურნალ  Science Translational Medicine-შია გამოქვეყნებული, აცხადებენ, რომ ეს მეთოდი ძალზედ პერსპექტიულია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.