ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად"

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად"

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობის რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მხოლოდ თბილისსა და იმერეთთან დაკავშირებით მოქმედებდა, იქამდე კი იგივე გადაწყვეტილება აჭარაში დაწესდა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

„გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად. ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"