ავტორი:

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიიღო

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიიღო

ნაფიცმა მსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ზ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მათივე ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.

"საქმე ეხება, 2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, თავდამსხმელი არის კბილებამდე შეიარაღებული" - რას მოჰყვა ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი პირდაპირ ეთერში

შსს ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მაქვს შეთავაზება გამტაცებელთან, რომ მე დავრჩები მძევლად" - გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მძევლები ჩაანაცვლოს