ავტორი:

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და ექსპრემიერის - ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საჯაროდ იშვიათად ჩნდება, იშვიათად აკეთებს კომენტარს და, შესაბამისად, საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლშიც თითქმის არასდროს ხვდება.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე 1991 წელს დაქორწინდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. რამდენადაც ცნობილია, ეკატერინე ხვედელიძეს არასდროს უმუშავია და მთელი დრო შვილების აღზრდას მოახმარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ამას მისთვის დისკომფორტი არასდროს შეუქმნია.

"გაცნობის პირველ დღეებში ვერც მივხვდი ბიძინას ასაკს და მერეც, არასდროს მიგრძნია ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს - ძალიან უყვარს იუმორი, მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი თანატოლი ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი არაფრით განსხვავდება მისი ასაკისგან. ამ მხრივ ძალიან მსუბუქი და იოლი პიროვნებაა. არასდროს აქვს დეპრესიული განწყობა, არასდროს მოდიოდა შინ იმ განწყობით, რომ დავიღალე და მომასვენეთო. ყოველთვის ხუმრობს, ლაღია, მსუბუქი, ბედნიერი განწყობა აქვს. რა პრობლემაც უნდა ჰქონდეს, სახლის გარეთ ტოვებს... პირიქით - ისე ცელქობს და ხუმრობს, საკუთარი თავი მასზე უფროსი მგონია, ვაჩერებ და ამაზე ბიჭები სიცილით კვდებიან..." - განაცხადა ქალბატონმა ეკამ ტელეკომპანია "მაესტროსთვის" 2012 წლის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში.

ეკატერინე ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს ფედია და ლუდა ხვედელიძეების ოჯახში დაიბადა. მამა ქირურგი იყო და სამტრედიის საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, დედა კი - მუსიკის მასწავლებელი იყო. გააგრძელეთ კითხვა

"უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი" - რას წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟი ქორწინდება - ფოტოები და ხელის თხოვნის ემოციური კადრები: ვინ არის ვატო არველაძის საცოლე