ავტორი:

"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო" - რა მოთხოვნები წაუყენეს მსხვილმა დამსაქმებლებმა გახარიას და რა დაპირებები მიიღეს მისგან?

"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო" - რა მოთხოვნები წაუყენეს მსხვილმა დამსაქმებლებმა გახარიას და რა დაპირებები მიიღეს მისგან?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც განაცხადა, - პანდემიისას ჩვენი სტრატეგია ბალანსის დაჭერაა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, ისეთი სისტემური ჩაკეტვები კი, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, ქვეყანაში არ იქნებაო...

ამ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განცხადა, რომ პრემიერის წინაშე ორი საკითხი დააყენეს, რომლებიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, ერთი მოთხოვნა უკავშირდება, ტურიზმის ინდუსტრიის ფირმებისთვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას, ხოლო მეორე საშემოსავლო გადასახადის შეღავათის 6 თვით გაგრძელებას, რომელსაც კომპანიები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებზე იღებდნენ.

"დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ყველა მოთხოვნა დავიცვათ ამ კუთხით და მეორე, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ბოლო ნაწილთან დაკავშირებით პრემიერთან ორი კონკრეტული საკითხი დავაყენეთ. 1-ელი დეკემბრისთვის ტურიზმის ინდუსტრიას იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება უდგება, რომლის 4 თვით გადავადებაც განხორციელდა. ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია და მომავალ თვეებში არაა კარგი პროგნოზი და ამ დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას ვითხოვთ. მეორე საკითხი, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ვადა ამ შეღავათის 1-ელ ნოემბერს იწურება და ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით გაგრძელდეს ეს შეღავათი. ამავე დროს, პრემიერს ვუთხარით, რომ ბიზნესი მზადაა, რომ ამ შეღავათების მიღების შემთხვევაში დავიცვათ და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

"მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს, ეს არასწორი იქნება", - განაცხადა მან. მისივე თქმით, ე.წ. ლოკდაუნს ვერც ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და არცაა ამის აუცილებლობა.

"პრემიერ-მინისტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ერთსულოვნად, უნისონში ვიყავით, ჩვენი ბიზნესის თხოვნა, რომ ესეთი ჩაკეტვები არ მოხდეს. ამას მთავრობა არ აპირებს. პირველი, რაც გვითხრა პრემიერმა, იყო ეს და შემდეგ ამ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას. ჯერ ერთი, საკმაო გამოცდილებაა დაგროვებული იმისთვის, რომ ამ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა და ახლა ჩაკეტვა თეორიულადაც რომ მოხდეს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე სიკეთე იქნება. გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით, გვითხრა საკმაოდ მხნედ ვარო. ამ სიტუაციაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს.

"200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე

გიორგი გახარია ჟურნალისტს - "თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე"