ავტორი:

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებისგან” არა მაჟორიტარობის, არამედ პარტიულ სიაში ყოფნის შეთავაზება მიიღო, რაც მისთვის “გაგდების და თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი იყო”.

როგორც ოქრიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში განაცხადა, “ქართულ ოცნებას” მისთვის მაჟორიტარობის კანდიდატობა რომ შეეთავაზებინა, დათანხმდებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარული წესით კენჭისყრა არ შემომთავაზა, სიაში ადგილზე იყო საუბარი, რაზეც უარი განვაცხადე, ისეთი წინადადება მივიღე, რომელიც გაგდების ტოლფასი იყო. “ოცნებიდან” მე არ წავსულვარ. მქონდა განცხადებებიც, რომ თუ შემომთავაზებდა “ქართული ოცნება” მაჟორიტარად კენჭისყრას, მივიღებდი ამ წინადადებას. მათ ეს არ შემომთავაზეს, შემომთავაზეს სია, ეს იყო თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. მე თავისუფლებას არ დავკარგავდი, ამიტომ უარი ვთქვი”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, “ქართულ ოცნებასთან” “ბევრი პრინციპული წინააღმდეგობა ჰქონდა”.

"პირველი ეს იყო საფინანსო სექტორის და ბიზნესის ურთიერთობა და საფინანსო სექტორის და ჩვენი მოსახლეობის ურთიერთობა. ეს თემები წამოვჭერით 2013 წელს, მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ვიყავი. ამ თემებზე, როდესაც ვმუშაობდით დავით ჭიჭინაძე იყო და კიდევ რამდენიმე დეპუტატი. გვითხრეს, ამ საკითხს მოვაგვარებთ, მაგრამ მოგვატყუეს. იყო ასევე გაზპრომთან მოლაპარაკებების გასაიდუმლოება, რაც მე არ მომწონდა. იმიტომ, რომ ეს ავტოგოლის ტოლფასი იყო, როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებებზე, შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებ სისულელეს და მერე ამას ასაიდუმლოებ. შემდეგ იყოს საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით, მე ერთადერთი ვიყავი, ვინც მხარი დავუჭირე საპარლამენტო კომისიის შექმნას. ასევე მოსამართლეების საკითხზე - ხმა არ მივეცი თადუმაძეს. დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ მისი იურიდიული განათლება ვალიდური არაა. იყო ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი. წინააღმდეგი ვიყავი დაფინანსების გაზრდის”,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციასთან მის თანამშრომლობას, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მასთან თავად მივიდა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ მე რომ მეყარა კენჭი დამოუკიდებლად ან სხვა პარტიით, მაინც გავიმარჯვებდი. 2008-შიც და 2012-შიც მე მივიღე მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, მაგრამ ციხის კადრები იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ გავმიჯნულიყავი. ორი კვირით ადრე იყო არჩევნებამდე. დავდიოდი ამომრჩევლებში და ვიხდიდი ბოდიშებს. ბოდიშებით მოვიარე მთელი მუნიციპალიტეტი.

რადგან ვიყავი უპარტიო, დასაძრახია, რომ ვიყო მოკავშირე ჯერ ერთი პარტიის შემდეგ მეორე პარტიის და პოლიტიკოსი თუ არის პარტიული, მას შეუძლია თავის პარტიასთან ერთად იყოს მოკავშირე ოცი პარტიის სხვადასხვა პერიოდში? რა ლოგიკაა, მაინცადმაინც ფურცელი უნდა მეჭიროს პარტიული მანდატის, მაშინ პოლიტიკური პოზიცია გაქვს და როდესაც კაცი უპარტიო ხარ, პოლიტიკური პოზიცია არ შეიძლება გქონდეს? გინდათ თქვათ, რომ ერთი პარტიიდან მეორეში დავრბოდი და მე კიდევ გეუბნებით, რომ ყოველთვის უპარტიო ვიყავი", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

გარდა ამისა, კახა ოქრიაშვილის შეფასებით, ის საქართველოში “ყველაზე მაგარი მაჟორიტარია”.

“არანაირი მოტივაცია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო ძალიან კაი პარლამენტარი და მაჟორიტარი და ვთვლი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთიდაიგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება”,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"