ავტორი:

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შესაძლოა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გამოკითხოს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მისი დაკითხვის საფუძველი, სავარაუდოდ, გეოლოგ ვლადიმერ მირიანაშვილის ჩვენებაა, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ ალასანიას დავალებით მივიდა მასთან 2014 წელს კომისიის ერთ-ერთი წევრი ნოდარ ხორბალაძე და გარკვეული მასალის მოპოვება სთხოვა.

"მითხრა, მე დამავალა ირაკლი ალასანიამ, რომ ამ კუთხით ხელახლა მოვაგროვო მასალებიო. არ იყენებენო იმ რუკებსო და მოლაპარაკებებს სულ სხვა მიმართულებით აწარმოებენო. კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო და მაგის გარდა არიან სხვებიცო", - იხსენებს ვლადიმერ მირიანაშვილი ხორბალაძესთან საუბარს. მის კომენტარს "რუსთვი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

თავდასხმა თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე - "კლინიკაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, წაღებულია თანხა"

პოლიციამ დააკავა მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნით თანხის შეგროვებას აიძულებდა

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა