ავტორი:

სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდგინდა - "მაქსიმალურად მქონდა შეზღუდული წასვლა-წამოსვლა... ვფიქრობ, ბავშვების მოტანილი ხომ არაა?”

სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდგინდა - "მაქსიმალურად მქონდა შეზღუდული წასვლა-წამოსვლა... ვფიქრობ, ბავშვების მოტანილი ხომ არაა?”

მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან "ფეისბუქზე" გაავრცელა.

ambebi.ge მომღერალს დაუკავშირდა:

- კი, ნამდვილად ასეა, ვარ კოვიდდადებითი, მაგრამ ვერ დავადგინე, კოვიდინფიცირებულთან ვისთან მქონდა კონტაქტი. მოკლედ, ვერაფრით აღვიდგინე, ვისგან შეიძლებოდა გადამდებოდა. ყველა იმ ადამიანთან დავრეკე, ვისთანაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მქონდა შეხება, მაგრამ მათგან ვირუსი არავის აქვს...

- როგორი სიმპტომებით დაგეწყო ვირუსი?

- თითქოს შემამცივნასავით, ტემპერატურა 37.2 მქონდა. ეს იყო კვირა დღე, 18 ოქტომბერი. ყველა ამაზე რომ ლაპარაკობდა, მეც შევშინდი, წავედი, ტესტი გავიკეთე... 24 საათზე კიდევ უფრო მეტი დრო გავიდა, პასუხს დააგვიანდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდდადებითი ვარ. ახლა რაიმე განსაკუთრებული სიმპტომი არ მაქვს. გაციებული რომ ვარ ხოლმე, ისე ვგრძნობ თავს, ცოტა სუსტად, უკვე მესამე დღეა, ასე ვარ.

- სახლში ხარ?

- კი. ახლა ბავშვების და მეუღლის ტესტის პასუხებს ველოდებით. ბავშვებს არაფერი აწუხებს, არც - მეუღლეს...

- სახლში ყველანი ერთად ხართ?

- კი, ბავშვებს სხვა ოთახში სძინავთ, მე ცალკე ვარ. პირბადით ვმოძრაობ.

- ოჯახის ექიმისგან რა მითითება მიიღე?

- ბევრი სითხე უნდა დავლიო და მდგომარეობას დავაკვირდე. თუ სიტუაცია გაუარესდა, მაშინ ჩემი კლინიკაში გადაყვანა გახდება საჭირო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას ავცდები და სახლში მოვიხდი ამ ყველაფერს. ისე, ჩემი მეუღლე ექიმია და ძალიან მამშვიდებს. მთავარია, ვაკონტროლოთ სიტუაცია და პანიკას არ ავყვეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით შევხვდებით, შფოთვა არ ვარგა. მარტივად უნდა მიიღო და მარტივად გაუშვა.

- სოფო, წინა დღეებში კონცერტი ხომ არ გქონდა სადმე?

- არა, არსად. როგორც ჩანს, უკვე ძალიან გავრცელდა, მოედო და ჩემამდეც მოაღწია. მე ადამიანი, რომელსაც მაქსიმალურად მქონდა შეზღუდული წასვლა-წამოსვლა, ვფრთხილობდი, მაინც დამემართა. ვფიქრობ, ბავშვების მოტანილი ხომ არაა-მეთქი?! - სხვადასხვა აზრი მიტრიალებს... როგორც ვთქვი, დიდი იმედი მაქვს, რომ მეც და სხვებიც მარტივად გადავიტანთ. მინდა, ყველა დავამშვიდო და ჯანმრთელობა ვუსურვო.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა

"მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და ძირს დაეცა" -  რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ 21 წლის ბიჭზე, რომელიც კოვიდსასტუმროდან სახლში გუშინ დაბრუნდა

როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან