ავტორი:

გიგანტური ფილები გალერეა დემასში

გიგანტური ფილები გალერეა დემასში

ძველი, უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. ერთე-რთი პირველები, კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოლოგია.

თავდაპირველად კერამიკული ფილა გამოიყენებოდა ტაძრებისა და სასახლეების მოსაპირკეთებლად. მოგვიანებით უკვე დიდებულებმა საკუთარი სახლების გასალამაზებლად დაიწყეს მასიურად მისი გამოყენება. ის ძალზე ძვირი სიამოვნება იყო.

დღემდე ესპანეთი ითვლება კერამიკული ფილების წარმოების ერთ–ერთ უძველეს ქვეყნად. თუმცა აღმოჩნდა, რომ ესპანეთში კერამიკული ფილების წარმოებისა და გამოყენების კულტურა მავრებმა შეიტანეს.

ესპანელი ოსტატები უკვე გამზადებულ მასალას იძენდნენ მავრებისგან და ისე აკეთებდნენ ფილებს. მხოლოდ დამპყრობლებისგან გათავისუფლების პერიოდში, კათოლიკე ბერების წყალობით, ეუფლებიან არაბული კერამიკული ფილის წარმოების ტექნოლოგიას. თუმცა მალევე ხდებიან ლიდერები ფილის წარმოებაში. ესპანური კერამიკული ფილა ითვლებოდა ხარისხის ეტალონად. მასში გაერთიანებულია ესთეტიურობა და სიმყარე. მრვალი ათეული წელია ესპანური ფილა დიზაინერების შთაგონებად იქცა ინტერიერის დიზაინის შექმნაში და მისი დამზადების ტექნოლოგია ოსტატიდან მოწაფეს გადაეცემოდა და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება ფილების წარმოების მრავალფეროვნებაც. მაგალითად თანამედროვე კერამგრანიტის მწარმოებელ იტალიურ და ესპანურ კომპანიებს საშუალება მიეცათ შეექმნათ „გიგანტური ზომის“ კერამგრანიტის ფილები, ე.წ. „სლებები“, რომელთა სიგრძეც 3 მეტრს აჭარბებს.

მისი უპირატესობა გახლავთ, სიმტკიცე, ყინვაგამძლეობა, ბაქტერიებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ მდგრადობა, იგი გამოიყენება როგორც კედელზე ასევე იატაკზე, მისი ზედაპირი არ იკაწრება და არ იცვითება, სწორედ ამიტომ ვარგისია ხანგრძილივი გამოყენებისთვის. იგი არ იწოვს ცხიმებს და არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ დროულად ვერ შეძელით მისი ზედაპირიდან ამა თუ იმ სითხის გაწმენდა.

გალერეა დემასში თქვენ იხილავთ წამყვანი იტალიური და ესპანური ბრენდების მიერ წარმოებულ კერამგრანიტის სლებებს, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არცერთ მნახველს, ხოლო რაც შეეხება დიზაინებს, აქ შეხვდებით სხვადასხვა იშვიათი მარმარილოსა და ბუნებრივი ქვების ანალოგებს, რომლებიც ნამდვილად დაამშვენებს თქვენი სახლის ინტერიერსა და ექსტერირს. ”გალერეა დემასი” მდებარეობს მშრალ ხიდთან. www.gallerydemasi.ge

(R)

სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება

თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი

ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე