ავტორი:

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

პრობლემაა, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტული პოლიტიკოსებისგან გაკეთდა ისეთი განცხადებები, რაც პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები. დამატებით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. 10-ზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით როგორც იურისტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

შეგახსენებთ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

"მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა" - რა განცხადებებს ელიან ექსპერტები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აპრილის კონფერენციიდან

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქვეყანა ჩაკეტო, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი" - კახი კახიშვილი გიორგი გახარიაზე