ავტორი:

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ კონსპირაციაა აგებული და ოპოზიციაა დამნაშავე ზუგდიდში, თავდამსხმელის მიერ „საქართველოს ბანკში" 19 მოქალაქის მძევლად აყვანაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს" უგულავამ ზუგდიდში განუცხადა, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლებს შორისაა და სატელევიზიო ეთერით ჩაერთო, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია, წლების წინ კი, მისი თანამშრომელი იყო.

"ფაქტი სახეზეა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალა და უმუშევრობა გაიზარდა, კოვიდთან ბრძოლა ჩაფლავდა. ამავე დროს, გამწვავდა კრიმინოგენული ვითარება და ეს ყოველთვის ბუნებრივი თანხვედრი მოვლენებია. ამიტომ, ზოგადად, ფონი მძიმეა. ასეთ დროს, სამწუხაროდ, მატულობს ასეთი ტიპის დანაშაულები.

ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს სისხლისღვრის გარეშე, მაგრამ უკვე ჩანს რა მარაზმთან გვაქვს საქმე. როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი და 15 წლის წინანდელ სტატისტიკას ადარებს ამ ყველაფერს, ეს მარაზმია, იმიტომ, რომ როცა ადამიანები მძევლად არიან აყვანილები, ასეთ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას გვთავაზობს. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტის სრულ დისფუნქციურობას, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად პროპაგანდაზე არიან გადასულები.

ამას დაემატა მეორე მარაზმი, როდესაც სახელისუფლებო მედიამ დაიწყო გავრცელება ამბავზე, რომ იქ(ბანკში) აღმოჩნდა ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. ამავე დროს, 10 წლის წინ ჩემთან მერიაში მუშაობდა, ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. მეც ახლა ამოვიცანი. ხელისფლების მედია სააგენტოებმა ლაპარაკი დაიწყეს უკვე, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, კონსპირაციაა აგებული და რომ ყველაფერში ოპოზიციაა დამნაშავე“, - განაცხადა უგულავამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ურეკავენ მოქალაქეებს და ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი