ავტორი:

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი და მას ამ დრომდე ეძებენ. ბანკის შენობა მან სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. არაოფიციალური ინფორმაციით, სამი მძევალი, მათ შორის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეოს უფროსი ავთანდილ გალდავა, მან ზუგდიდის ცენტრიდან ჩხოროწყუში წაიყვანა და ისინი სოფელ კირცხის ტყეში გვიან ღამით გაათავისუფლა, რის შემდეგ თავად ტყეში მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ. როგორც ვიკიპედიისგან ვიგებთ.

სოფელი კირცხი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და თემის ცენტრს წარმოადგენს.

ის მდებარეობს მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით სოფლები - ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი ლეწურწუმე, ხოლო დასავლეთით - მდინარე ჭანისწყალი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

ჩვენ ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს სოფელ კირცხში ინგა ასათიანს, ის ამბობს, რომ ამ ტერიტორიიდან დამნაშავე ვერანაირად ვერ შეძლებს გადასვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"იმის შესახებ, რომ დამნაშავე სოფლის ტერიტორიაზე შემოვიდა, არანაირი ინფორმაცია არ გაქვს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენს სოფელს კირცხს ერთ მხარეს ესაზღვრება ზუგდიდის სოფელი ჯიხაშკარი, თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა დამნაშავე, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში მივიდეს. ჩვენს სოფელს ესაზღვრება: სოფელი ლერწუწუმე, ქვედა ჩხოროწყუ, ახალი ხიბულა და ჯიხაშკარი. ამ ტერიტორიებიდან ის პირი ვერანაირად ვერ მოხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია", - აცხადებს მერის წარმომადგენელი.

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?