ავტორი:

"ბინაზე მყოფმა პაციენტმა დაინიშნა დექსამეტაზონი, მოხდა წნევის მატება..." - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებას?

"ბინაზე მყოფმა პაციენტმა დაინიშნა დექსამეტაზონი, მოხდა წნევის მატება..." - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებას?

ყოველთვის არსებობენ პაციენტები, რომლებიც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, თვითმკურნალობას მიმართავენ - სვამენ იმ წამლებს, რომელიც გაუგიათ, რომ ამა თუ იმ დაავადების დასამარცხებლად ეფექტურია. არადა, წარმოდგენაც არ აქვთ, ასეთ დროს რამხელა რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას. ასეთ მიდგომებს ადამიანები ბოლომდე ამოუცნობი ვირუსის, Covid-19-ის დროსაც ავლენენ. სხვადასხვა მედიკამენტს, ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე იღებენ.

ალბათ ამის გამოა, რომ აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდა ე.წ. სისხლის გამათხელებელ საშუალებებზე, ანტიკოაგულანტებზე, რომლებიც თრომბოემბოლიურ გართულებებთან ასოცირდება. რა საფრთხეები მოსდევს პაციენტისგან გაწეულ ასეთ რისკებს, ამ თემაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ეკატერინე ქარქაშაძე გვესაუბრება.

"საქართველოში Covid-19-ის შემთხვევების ყოველდღიური დრამატული ზრდის პირობებში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია და მკურნალობის განახლებული პროტოკოლით, როგორც მოგეხსენებათ, მოწოდებულია უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების ბინაზე მკურნალობა. აღნიშნული ზომები მიმართულია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისკენ, რათა საავადმყოფოებმა შეძლონ იმ პაციენტების მომსახურება, რომლებიც სამედიცინო სერვისის გარეშე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან“ - გვეუბნება სპეციალისტი.

მისი თქმით, ამ ფონზე მოსახლეობაშიც მატულობს დაბნეულობა: რა გზით მოახერხონ გამკლავება ამ ვირუსთან და ბევრი პაციენტი, რომლებსაც აღენიშნება - სიცხე, ხველა და სხვა, დიაგნოზის მიუხედავად, მიმართავს თვითმკურნალობას. ამ დროს პრეპარატების შერჩევა ხშირად ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლების განცხადებებს ემყარება, როდესაც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, სხვადასხვა პრეპარატის ეფექტურობას აფასებენ Covid-19-ის მკურნალობის ან პრევენციის თვალსაზისით.

- დაინფიცირებულთა დიდი უმრავლესობა მაინც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტია, ხომ?

- დიახ, Covid-19-ის შემხვევების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და არ საჭიროებს სპეციფიკური მედიკამენტის გამოყენებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, თუ რომელიმე პრეპარატის მიღებას იწყებენ. სინამდვილეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის გამოყენება თავს აგვარიდებს დაინფიცირებას ან მდგომარეობის დამძიმებას.

- ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში დექსამეტაზონის გამოყენება სიკვდილიანობის რისკს ამცირებს და ამიტომაც, ზოგიერთი მას ხელაღებით იღებს...

- დექსამეტაზონმა, როგორც ეფექტურმა საშუალებამ, Covid-19-ის მკურნალობის კუთხით პოპულარობა მოიპოვა. განვმარტავ, რომ დექსამეტაზონი ამ ეტაპზე ერთადერთი პრეპარატია, რომლის ეფექტურობის შესახებაც არსებობს მტკიცებულება Covid-19-ის მკურნალობაში, თუმცა აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სამეცნიერო კვლევებში ნაჩვენები იქნა ეს ეფექტი მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში, სადაც დექსამეტაზონი ამცირებდა სიკვდილობას, მაგრამ მისი ეფექტურობა არ დადასტურებულა მსუბუქი ფორმების დროს.

როგორც ყველა პრეპარატს, დექსამეტაზონსაც აქვს უკუჩვენები და გვერდითი ეფექტები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. გავიხსენებ ჩემს ირგვლივ არსებულ შემთხვევას, როცა ბინაზე მყოფმა კოვიდინფიცირებულმა პიროვნებამ თვითნებურად დაინიშნა დექსამეტაზონი, რის ფონზეც პნევმონიის პროგრესირება მაინც ვერ შეჩერდა და დამატებით მოხდა წნევის მატება ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით... დანიშნულების გარეშე პრეპარატის მიღებას არ მოაქვს სარგებელი და პირიქით, შეიძლება, სხვა გვერდითი ეფექტით დაამძიმოს მდგომარეობა. მინდა, აქვე ხაზი გავუსვა, რომ დექსამეტაზონთან განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო დიაბეტის მქონე პირებში.

- თვითმკურნალობის მიზნით პაციენტები პნევმონიის საწინააღმდეგოდ, ხშირად მიმართავენ ასევე ანტიბიოტიკებს, რაც ასევე დაუშვებელია, ხომ?

- დიახ, თვითმკურნალობის მიზნით პაციენტები ხშირად მიმართავენ ანტიბიოტიკების მიღებას პნევმონიის საწინააღმდეგოდ, რომელიც კორონავირუსის უხშირესი გამოვლენაა. ანტიბიოტიკის გამოყენება არც ერთი მოქმედი გაიდლაინით არ არის რეკომენდებული მსუბუქი/საშუალო ფორმების დროს, ვინაიდან გამომწვევი არის ვირუსი, ხოლო ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიის წინაარმდეგ და ბაქტერიული ინფექციის დროს ინიშნება. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს ექიმმა პაციენტის გასინჯვის და ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე.

ანტიბიოტიკი არ შეასუსტებს ვირუსული პნევმონიის მიმდინარეობას და მეტიც, შესაძლოა, არასასურველი შედეგებიც გამოიღოს პაციენტისთვის, კერძოდ, მის მიმართ რეზისტენტობის განვითარება წარმოადგენს რისკს. მაგალითისთვის, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი მაღალი ტემპერატურის გამო იღებდა ძლიერ ანტიბიოტიკს და აღნიშნულის ფონზე მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, პირიქით, პნევმონიამ განაგრძო პროგრესირება. პაციენტი საავადმყოფოში მოთავსდა და უკვე თანდართული ბაქტერიული ინფექციისთვის, დაენიშნა ანტიბიოტიკი, რომელმაც არ „იმუშავა“ და გაჭირდა ისეთი ანტიბიოტიკის შერჩევა, რომელიც ეფექტური იქნებოდა. ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, არაერთია.

- დიდი ამბავია ატეხილი ე.წ. სისხლის გამათხელებელ პრეპარატებზეც. აფთიაქებში დეფიციტია მათზე...

- ანალოგიური ტენდენცია აღინიშნება სისხლის გამათხელებელ და ანტიკოაგულაციურ პრეპარატებთან მიმართებაშიც იმ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, რომ Covid-19 ასოცირებულია თრომბოემბოლიურ გართულებებთან. აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა ხდება.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"