ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის მამაკაცია - რა დეტალები ხდება ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის მამაკაცია - რა დეტალები ხდება ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 5 აჭარაში გარდაიცვალა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განამარტეს, ინფიცირებულებს კორონავირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ღვიძლის დაავადებები აღენიშნებოდათ და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

აღნიშნული პაციენტები აჭარის სხვადასხვა კოვიდ კლინიკებში მკურნალობდნენ.

"81 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი აღენიშნებოდა.

ასევე, 49 წლის ქალიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მას კოვიდ 19 -თან ერთად ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია, აღენიშნებოდა.

მესამე გარდაცვლილიც, 40 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, დიაგნოზით: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება.

ხოლო 66 წლის კაცი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა, დიაგნოზით მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე სარქვლოვანი პათოლოგია.

მეხუთე გარდაცვლილი, 60 წლის კაცი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, დიაგნოზით ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა",- აცხადებენ უწყებაში.

„ლოტო 6/42“-ში მოგებები გრძელდება!

"სულ მცირე წელიწადნახევარი კოვიდთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ატრიბუტი გახდება" - გამყრელიძე

"საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო..." - ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა