ავტორი:

"მთელ სამეგრელო-ზემო სვანეთში გამკაცრებულია ზომები, შესაძლოა, ბოროტმოქმედი ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არც იმყოფებოდეს" - რას ამბობს ჩხოროწყუს მერი?

"მთელ სამეგრელო-ზემო სვანეთში გამკაცრებულია ზომები, შესაძლოა, ბოროტმოქმედი ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არც იმყოფებოდეს" - რას ამბობს ჩხოროწყუს მერი?

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილი ადამიანების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, შენობა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა და ზუგდიდიდან, ავტომანქანით, გვიან ღამით გაემგზავრნენ.

შს სამინისტროს ცნობით, ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. ამასთანავე, ოფიციალურად ამ დრომდე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, ნამდვილად მიუტანა თუ არა ფული ავთანდილ გალდავამ თავდამსხმელს.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა, რასაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევაში, "მას დააკავებენ და ქართულ მხარეს გადასცემენ".

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა.

ambebi.ge - სთან საუბარში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გაგუა აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი უწყებები:

- როგორც ვიცი, ის ადამიანი უფრო იყო ზუგდიდის ტერიტორიაზე, სოფელ ჯიხაშკარში, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტის მოსაზღვრეა... ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ სამართალდამცავ უწყებებთან, თუმცა, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ვითარება რომ არ გართულდეს, სამართალდამცავები ყველა მიმართულებით მზადყოფნაში და მობილიზებულნი არიან. არა მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მთლიანად სამეგრელო-ზემო სვანეთში გამკაცრებულია ზომები. თუმცა, შესაძლოა, ბოროტმოქმედი ჩხორწყუს ტერიტორიაზე საერთოდ არც იმყოფებოდეს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- პირველ რიგში ის, რომ კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე არ დარჩენილა და არავინ იცის, სად დარჩა, ეს არის ზუგდიდი-ჩხოროწყუ-ხობის საზღვარი, ანუ სამი მუნიციპალიტეტის გზაგასაყარი და შეეძლო, ნებისმიერი მიმართულებით წასულიყო. თუმცა, ამაზე დარწმუნებით მე კი არა, ჯერჯერობით ვერავინ გაგცემთ პასუხს.

შს მინისტრის თქმით, თავდამსხმელს თანხა "საქართველოს ბანკმა" გადაუხადა - "იქ იყო ხალხი შესული და თიბისი" ხომ არ გადაიხდის?"

"რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო... ყველაფერი გავაკეთეთ დასაკავებლად, თუმცა რთული იყო" - შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

პოლიცია ჰკითხავს დავით ხვიბლიანს, რომელიც ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "ფეიკმძევალია"