ავტორი:

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება იყო, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ იმის შესახებ, რომ თავმდამსხმელს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა.

"პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" კვარაცხელიამ დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა.

"ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე მას სთხოვა, რომ დაკავშირებოდა „ტვ პირველს“, „ფეისბუქზე“ მოეძებნა და დაკავშირებოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა „ფეისბუქით“ და არ ჰქონდა „ფეისბუქ“ აპლიკაცია, შემდეგ მეორე ადამიანთან ჰქონდა იგივე მოთხოვნა, რომლის ტელეფონიც დამჯდარი იყო, შემდეგ მესამე ადამიანთან, რომელსაც ანგარიშზე არ ჰქონდა და შემდეგ გადმოვიდა ჩემთან, ხედავდა რომ ტელეფონი მქონდა და ამიტომ უარი არ მითქვამს ნამდვილად. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, პირიქით, ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში რაც იყო, რომ ჩვენ ცოცხალი გადავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო გაეგოთ სამართალდამცავებს, რომ ამ ადამიანს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა" - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი პერიოდულად ტელევიზიას თვალს ადევნებდა, თუმცა მუდმივად არ ჰქონდა ჩართული, რომ ტელეფონები არ დამჯდარიყო.

"მას ნამდვილად არ უკითხავს ჩემთვის ჩემი პარტიული კუთვნილება, ის კი არა, როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“. როცა პოლიტიკური ბრალდებები იყო ოპოზიციის ან პოზიციის მხრიდან ერთმანეთის მიმართ და ამას ვუსმენდით, ამაზე გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ აი, ხომ ხედავთ, არავის თქვენ არ აინტერესებთ და ერთმანეთის გინების მეტი არაფერი აინტერესებთო,“- განაცხადა კვარაცხელიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"